დავასრულეთ პროექტზე მუშაობა და განვათავსეთ ბლოგზე, განვიხილეთ მონაწილეთა პროექტები და თითოეულს დავუწერეთ კომენტარი. ამით დავასრულეთ ტრენინგი "პროექტებით სწავლება". ვარ ძალიან კმაყოფილი, რისთვისაც მადლობა ტრენერს ხათუნა ნანობაშვილს.
Sunday, 2 July 2017
Saturday, 1 July 2017
Sunday, 25 June 2017
მეშვიდე დღე
ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, კერძოდ,შევავსე სასწავლო პროცედურების გრაფა, მოვნიშნე სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები,მივუთითე ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.
Saturday, 24 June 2017
მეექვსე დღე
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსე შეფასების მეთოდები: პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. დავიწყე სასწავლო პროცედურების შევსება.
Saturday, 17 June 2017
მეხუთე დღე
ვიმუშავეთ პოვერ პოინტში, შევქმენით მოსწავლისა და მასწავლებლის და მასწავლებლის სლაიდები სასწავლო პროექტისათვის,ავსახეთ ჩვენს პირად საქაღალდეში და შევინახეთ ბლოგის დისკზე.
Sunday, 11 June 2017
მეოთხე დღე
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომელიც შევიტანეთ პროექტში. გავაგრძელეთ მუშაობა, გადმოვწერეთ სახელმძღვანელოდან მოსწავლის რესურსები, რომელიც სავარაუდოდ დასჭირდება. გადმოვწერეთ სურათები და შევიტანეთ ჩვენს საქაღალდეში.
Saturday, 10 June 2017
მესამე დღე
მესამე დღეს ვიმუშავეთ ბლოგში. დავამატეთ რამდენიმე ფურცელი და გაჯეტები. გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე, ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე.
Sunday, 4 June 2017
მეორე დღე
პროექტებით სწავლების მე-2 დღეს ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმაზე, შევავსე პროექტის სახელწოდება: "ბუნების ქომაგი", დავწერე პროექტის შინაარსი, სტანდარტიდან ამოვიღე შედეგები და ინდიკატორები.
Saturday, 27 May 2017
პირველი დღე
დღეს გავეცანით პროექტების სწავლების სახელმძღვანელოს, შევქმენით საქაღალდეები , ვისწავლეთ დოკუმენტების გადმოწერა სახელმძღვანელოდან.სახელმძღვანელოში მოცემულ პროექტებს გავეცანი.
Subscribe to:
Posts (Atom)